|
2020-11-12 18:51:25, 646 ნახვა
ეკონომიკა
გარი ვაინერჩუკის მონაწილეობით „თიბისი“ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს
19 ნოემბერს „თიბისი“ უმასპინძლებს ონლაინ ბიზნესფორუმს, სადაც მთავარი სპიკერი ანტრეპრენერი, VaynerX-ის დამფუძნებელი გარი ვაინერჩუკი იქნება. გარი ვაინერჩუკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში, ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საკომუნიკაციო და სარეკლამო კომპანიებისა VaynerX და VaynerMedia. მისი კომპანიების სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში და ისინი ემსახურებიან Fortune 100-ის სიაში მყოფ ბიზნესებს თავიანთი 4 ლოკაციიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვასხვა ქვეყანაში მდებარეობს. ვაინერჩუკი ბელორუსიული წარმომავლობის ამერიკელია, რომელმაც 90-იან წლებში ოჯახის კუთვნილი სასმელების მაღაზია მრავალმილიონიან ბიზნესად აქცია და ამისთვის მან ელექტრონული კომერცია და ინტერნეტის შესაძლებლობები გამოიყენა. ასე შეიქმნა მისი პირველი კომპანია Wine Library. ის ასევე არის რესტორნების სარეზერვაციო აპის Resy-ს შემქმნელი. მაგრამ ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რასაც ვაინერჩუკი აკეთებს. ის ცნობილი სპიკერი, პოდკასტების სერიის და არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერებად დასახელდა. ის ატარებს მასტერკლასებს და ტრენინგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის შესახებ. მისი მოსმენის შესაძლებლობა პირველად მიეცემა ქართველ აუდიტორიას, გარი ვაინერჩუკი თიბისის ბიზნესფორუმის სტუმარია, რომელზეც მას ექნება Q&A სესია, სადაც ის აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს. ამას გარდა ბიზნესფორუმზე სხვა არანაკლებ საინტერესო სპიკერების მოსმენასაც შეძლებთ. ბიზნესფორუმზე დასასწრები რეგისტრაციის ლინკი კი, თიბისის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)