|
2020-11-06 14:59:31, 660 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური რესურსით და შპს სიოლტექთან თანამშრომლობით, გორის სოფელ საქაშეთში, 3 ჰა მიწის ფართობზე, ინტენსიური იტალიური ჯიშის ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღები გაშენდა. დაირგო 2600 ძირი ვაშლი, 1600 ძირი მსხალი და 1000 ძირი ბალი. პროექტის ფარგლებში ტერიტორია სარწყავი სისტემით აღიჭურვა. მეწარმეს უკვე მოძიებული ჰყავს პოტენციური პარტნიორი და წარმოებული ხეხილის საექსპორტო ბაზარზე გატანასაც გეგმავს. პროექტის საერთო ღირებულება 260 000 ლარზე მეტია, აქედან შეღავათიანი აგრო სესხის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 220 000 ლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „შპს სოლიტექთან“ პარტნიორობით, გორის სოფელ საქაშეთში ხეხილის ბაღები გაშენდა. ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღები 3 ჰა მიწის ფართობზეა გადანაწილებული და ბაღის მოვლის ყველა საჭირო პირობითაა უზრუნველყოფილი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)