|
2020-11-06 11:16:56, 854 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა
საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო სწორედ იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მუდამ მზად არიან მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების თუ სერვისების მიწოდება უზრუნველყონ. გალტ & თაგარტ-მა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში - საბროკერო მიმართულებით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა. „მოხარული ვართ, რომ Global Banking & Finance Review-მ გალთ & თაგარტი მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე ინოვაციურ და პერსპექტიულ კომპანიას შორის დაასახელა. პროგრამის ფარგლებში 2 ჯილდო საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით მოგვენიჭა. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და კვლავ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა. ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review (https://www.globalbankingandfinance.com/) წამყვანი ონლაინ და ბეჭდვითი ჟურნალია, რომელიც საბანკო, საბროკერო, დაგროვილი ქონების და სხვა საინვესტიციო მიმართულებით უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს. მას 200-ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. მკითხველთა შორის არიან დიდი საერთაშორისი კომპანიების აღმასრულებელი პირები, ფინანსური ინსტიტუტები, ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული პირები.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)