|
2020-11-05 12:32:32, 596 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია, რომელიც 70,000 ლარს შეადგენს, საკალმახე ავზების მოწყობას, საკალმახის გაფართოვებასა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობაც, რამაც მეწარმეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები მისცა. საკალმახემ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ბიზნესი. საკალმახე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას თბილისის საცალო მაღაზიებსა და ნიკორაში ახდენს. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტში დასაქმებულებს და აგრობიზნესებს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას “, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა,
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)