00:06 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 14:09:09, 935 ნახვა

სამართალი
რამიშვილი - გამოძიებას მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრება აინტერესებს, რათა ისეთი რამე იპოვნონ, რითიც ჩემს დაშინებას შეძლებენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.

რამიშვილის განცხადებით, გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, ამიტომ მან ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიებას მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს, რათა ისეთი რამე იპოვნონ, რითიც მის დაშინებას შეძლებენ.

„მეგონა, რომ მოხდებოდა 6 ფოტოსურათის კლონირება და ამ დროს მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მთელი ღამის განმავლობაში. დღეს აღმოჩნდა რომ 70 ზარის, აუდიო მასალის გადმოწერა მოხდა სხვადასხვა ადამიანთან. თურმე ახლა მე უნდა დავჯდე გამომძიებლებთან და უნდა ვეძებო რამდენიმე ათას სურათში 6 ფოტო და ჩემს პირად ფოტოებს მათაც უნდა უყურონ. მაგათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრება. რამე იპოვონ ისეთი, რითიც ჩემს დისკრედიტაციას ან დაშინებას შეძლებენ. თუ რამის ეჭვი გააჩნიათ, თავისუფლად შეუძლიათ დანიშნონ ექსპერტიზა და ყველაფერი მოიპოვონ. ექსპერტიზას ვერ ნიშნავენ იმიტომ, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ“, - განაცხადა რამიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics