|
2020-09-18 14:24:57, 689 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა აპელირებს გარდაცვლილის ვიდეოთი, სადაც თამარი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, ვიდეომასალა თებერვლით თარიღდება და ის თვითმკვლელობის ვერსიას არ ადასტურებს. უფლებადამცველი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს. „დღეს გენერალური პროკურატურის ბრიფინგიდან იმაზე საუბარი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი რასაც საუბრობს და იმაზე აპელირება, რომ ეს იყო თვითმკვლელობის ვერსია და პროკურატურის ყველა ვერსია, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის დროს, მათ ჩამოაყალიბეს თვითმკვლელობის ვერსია, შეიძლება ფორმალურადაც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. არანაირი ექსპერტიზა არ მიუთითებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მათ მიერ ნახსენები ვიდეოები იყო თებერვალში ჩაწერილი და თებერვლის თვიდან არანაირი ვიდეო აღარ არსებობს. იმ ვიდეოებით აპელირება, რომ ის თვითმკვლელობას აპირებდა, ნამდვილად არ იკვეთება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. უნდობლობას ვუცხადებთ ლევან სამხარაულის დასკვნას“, - განაცხადა ქობესაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)