|
2020-09-08 15:46:38, 4188 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებიან
გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველი წარმომადგენლები პროკურატურაში იმყოფებიან. ბაჩალიაშვილის დედას თეონა თამაზაშვილს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაურეკა მწყემსმა თამარის ავტომობილის პოვნის შემდეგ აფციაურს და არა სხვას. „ამათი პირით უნდა მოვისმინო ურცხვად რომ იტყუებიან. გამოდიან და ამბობენ, რომ არავის დნმ არ აღმოჩნდაო. მათგან უნდა მოვისმინო, რატომ არ გაასაჯაროეს დანარჩენი მასალა. რისი იმედი ჰქონდათ რომ არ წავიკითხავდით დასკვნას? ბევრ რამეზე არაა პასუხი. რაღა იმ მწყემსს ჰქონდა აფციაურის ნომერი და რაღა აფციაურს დაურეკა. მაშინ ყველა მწყემს უნდა ჰქონოდა მისი ნომერი და ვინმე თუ ნახავდა ის დაურეკავდა. დრონებმა ვერ ნახეს მანქანა და მაინც და მაინც მწყემსს უნდა ენახა? რა სისულელეა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. პროკურატურაში შესვლამდე მხარეებმა კომენტარი გააკეთეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, რომ ეცდება საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალურად ნათელი სურათი შექმნას. „დღეს ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შეგვექმნას ნათელი სურათი როგორ მიდის გამოძიება. მაქვს ინფორმაცია რომ მწყემსებს რამდენიმე ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი თანხვედრაში არაა ერთმანეთთან“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)