|
2020-08-26 16:22:18, 4647 ნახვა
სამართალი
კოკო ღიბრაძე შაქარაშვილის საქმეზე - ბრალდებულების ადვოკატები უბრალოდ თითს იშვერენ ჩვენკენ, ვინაიდან არც ერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი
„ბრალდებულების ადვოკატები უბრალოდ თითს იშვერენ ჩვენკენ, ვინაიდან არცერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი“ , - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, კოკო ღიბრაძემ სასამართლო პროცესი გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომელსაც კონკრეტული ადვოკატები აწარმოებენ. “რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებდი, რაც აქამდე მქონდა მიწოდებული საგამოძიებო ორგანოებისთვის და იგივეა, რაც პირველ და მეორე ჩვენებაში მიწერია. ბრალდებულების ადვოკატები უბრალოდ თითს იშვერენ ჩვენკენ, ვინაიდან არცერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი. უბრალოდ, ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძრომას. რაც შეეხება იმ საინფორმაციო ომს, რასაც კონკრეტული პიროვნებები და ადვოკატები აწარმოებენ, ვინაიდან ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა არ გვინდა, ან არ გვინდა დაისაჯონ ის პირები, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მედიის საშუალებითაც ხდება ამით მანიპულირება და ჩემთვის პირადად, როგორც მოწმისთვის მიუღებელია ეს” , - განაცხადა კოკო ღიბრაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)