|
2020-08-26 16:11:54, 4557 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სამი ახალი ცნობის გაცემა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაინტერესებული პირებისთვის „უფლების ჩამორთმევის შესახებ“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ და „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის“ შესახებ ცნობების გაცემა დაიწყო. „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ ცნობაში აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების შესახებ. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობაში, აისახება ინფორმაცია აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა; მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირებს, ასევე, შეეძლებათ „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ ცნობის მიღება, რომელშიც აისახება - ინფორმაცია იურიდიული პირის (სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის (მისი უფლებამონაცვლე)) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, აგრეთვე, დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. აღნიშნული ცნობების შემუშავება განპირობებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)