05:26 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 15:13:36, 4237 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამივე არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების ზ.ხ.-ს, ლ.შ.-ს და ა.ქ.-ს უფლებადამცველების ინფორმაციით, სამივე არასრულწოვანმა შიმშილობა შეწყვიტა.

არასრულწოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.

„შიმშილობას აღარ აგრძელებს. ცუდად რომ გახდა იმ დღესვე შეწყვიტა შიმშილობა. მოთხოვნები რაც ჰქონდა, არავინ არ გაითვალისწინა და არ დაუკმაყოფილა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა შიმშილობა, მოთხოვნები ჩვენ კიდევ გვაქვს, თუმცა აღარ შიმშილობს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics