08:27 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 16:26:03, 1394 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის ბიძა - ტელეფონები გადაგზავნილია FBI-ში და წაშლილი შეტყობინებების აღდგენასთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ტელეფონები გადაგზავნილია FBI-ში და წაშლილი შეტყობინებების აღდგენასთან დაკავშირებით ელოდებიან პასუხს.

ამის შესახებ ბრიფინგზე გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

„ტელეფონები, როგორც ვიცი, გადაგზავნილია FBI-ს სათანადო ლაბორატორიაში და იქიდანაც ველოდებით პასუხს წაშლილი შეტყობინების აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics