|
2020-08-05 21:27:44, 3102 ნახვა
სამართალი
ბაჩანა ლობჟანიძემ შსს დატოვა - ამ წუთებში მარიამ ვარდიაშვილია შსს-ში, თუ არ გაიპარა და თუ ისურვებს საუბარს, მე მექნება მასთანაც კომუნიკაცია
„ამ წუთებში მარიამ ვარდიაშვილია შსს-ში, თუ არ გაიპარა და თუ ისურვებს საუბარს, მე მექნება მასთანაც კომუნიკაცია“ , - ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ შსს-დან გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გამოკითხვა საქმეში ახალი პირების გამოჩენის გამო ვერ მოხერხდა და უწყებაში მას ხვალ ელოდებიან. „მე ვიყავი თამარის ოჯახში და ქალბატონმა თეონამ მკითხა, რომ რამიშვილი ხომ არ არის მოგზავნილიო, როგორც მესენჯერში თვითონ მკითხა. მე ჩავთვალე რომ ეს ემოციური ფონის ბრალი იყო და მისი გარემოებიდან გამომდინარე ეს მემგონი, მისაღები უნდა იყოს, როგორც რამიშვილისთვის ასევე ჩემთვის. მე რომ მოვედი, ქალბატონი მარიამ ვარდიაშვილი იყო მოსული შსს-ში, დავრეკე და მათ მითხრეს, რომ ჩემი გამოკითხვა ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, შემდეგ მე დავწერე განცხადება და ხვალ მექნება დამატებით ჩვენებაზე საუბარი შსს-ში. საქმეში მოწმეების სახით ახალი პირები ჩაერთვნენ და ჩემი დაკითხვა ამიტომ ვერ მოხერხდა დღეს. ამ წუთებში მარიამ ვარდიაშვილია შსს-ში, თუ არ გაიპარა და თუ ისურვებს საუბარს, მე მექნება მასთანაც კომუნიკაცია. შემიძლია დავსქრინო ჩატი და გავუგზავნო უწყებას, სადაც არანაირი მუქარა არ ვლინდება. მე მას მხოლოდ ვკითხე თუ იყო უწყებაში მისული და დაკითხული, დღეს გავიგე, რომ არ ყოფილა და ახლა მიდის მისი გამოკითხვა. გუშინ ელისო კილაძისგან გავიგე, რომ ვიღაც სოფიო ბოკუჩავას, თუ არ ვცდები თამარი უკავშირდება და უყვება რაზეც კომპანია „ზეგ“-ი. მეც ვიცი ეს ფაქტები და ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებ იმას თუ რაზე მუშაობს კომპანია, ვიცავ ორივე მხარის ინტერესებს. ეს გარემოებები არის კომპანია „ზეგ“-ის გავლენის ბრალი“ , - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)