|
2020-08-05 14:23:08, 3200 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - გვაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის ყველა მტკიცებულებას დაუშვებლად ცნობენ
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მათ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილი იქნება დასაშვებად. პროკურორი აღნიშნავს, რომ მათ აქვთ იმის მოლოდინიც, რომ დაცვის მხარის ყველა მტკიცებულებას დაუშვებლად ცნობენ. „ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი რომ ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილი იქნება დასაშვებად, ვინაიდან ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობათა მოთხოვნების დაცვით. ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა დაცვის მხარის ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რაზეც გვაქვს მოლოდინი რომ სასამართლო დაუშვებლად ცნობს“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)