|
2020-08-05 11:51:59, 3110 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი - მოვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ნ.ც.-ს ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს. ბერიანიძის თქმით, იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვები, წინა სასამართლო სხდომაზე მათ უკვე განაცხადეს. „ჩვენი შუამდგომლობები მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაყენებული გვაქვს სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენი არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვები, ეს უკვე განვაცხადეთ წინა სასამართლო სხდომაზე. ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს მთელი სისხლის სამართლის საქმე და მასში არსებული მტკიცებულებები, რომელზე დაყრდობითაც, რა თქმა უნდა, პატიმრობაში არ უნდა დარჩენილიყო არასრულწლოვანი ნ.ც. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და არ გადაეცეს სასამართლოს არსებითად განსახილველად“, - განაცხადა ადვოკატმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)