10:08 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 12:19:53, 3255 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა ხორციელდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არასრულწლოვანი 5 მოწმის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია „ტოიტა ვითსის“ მარკის ავტომობილი შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ რატომ ამოიღეს და რატომ მოხდა მისი დალუქვა.

„უკვე ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან და შაბათს ხდება მანქანის ამოღება, დაილუქა და გადაყვანილ იქნა. თუ რაიმე მნიშვნელოვანი იყო გამომძიებლებისთვისა და საგამოძიებო ორგანოსთვის, მათთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო იმ დღიდანვე, როცა ჩვენება მივეცით, რომ იქ ფიგურირებდა და იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა „ტოიტა ვითსის“ ავტომობილი, სადაც ისხდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ამოიღეს მაშინ და რატომ მოხდა შაბათს ამოღება. თუ რაიმე ნივთმტკიცება იქნებოდა, ბუნებრივია, ეს უნდა ამოეღოთ დაუყოვნებლივ. ვთვლით, რომ გარკვეულწილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ვიცავ 5 ადამიანს, მოწმეებს, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება, რომ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით“,- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics