|
2020-07-04 12:25:00, 4423 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი BLM დემონასტრანტების მიერ მონუმენტების დაზიანებას, მემარცხენეების კულტურულ რევოლუციას უწოდებს
არ შეგეპაროთ ეჭვი, ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიმართულია ამერიკული რევოლუციის წინააღმდეგ. ისინი გაანადგურებენ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბეს, დაავადებებს, ძალადობასა და შიმშილს - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან, გამოსვლის მეტი ნაწილი წინაპრების მემორიალების დაზიანებას და მათი ჩამოგდების მცდელობებზე საუბარს დაუთმო. „არ შეგეპაროთ ეჭვი, ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიმართულია ამერიკული რევოლუციის წინააღმდეგ. ისინი გაანადგურებენ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბეს, დაავადებებს, ძალადობასა და შიმშილს. ამან კაცობრიობა მიღწევების, აღმოჩენებისა და პროგრესის ახალ საფეხურზე აიყვანა. მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან გაანადგურონ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ყველა მონუმენტი, სიმბოლო და მოგონება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი განკარგულებით მონუმენტებს ფედერალური სამართალდამცველები იცავენ, ხოლო არეულობაში მონაწილეებს აკავებენ, ხოლო თავდამსხმელებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან. „ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, ჩვენს შვილებს სკოლებში საკუთარი ქვეყნის სიძულვილს ასწავლიან და აიძულებენ დაიჯერონ, რომ კაცები და ქალები, რომლებმაც მათი ქვეყანა შექმნეს, გმირები არ ყოფილან, არამედ ბოროტმოქმედები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა. თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს ამერიკელ სამართალდამცავებს და არ დაუშვებს, რომ პოლიცია მოშალონ ან გაუქმდეს აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება, რაც იარაღის შენახვასა და ტარების უფლებას უკავშირდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული და ამერიკული დროში პატივისცემა უნდა ასწავლონ“, – თქვა ტრამპმა. როგორც „ბიბისი“ წერს, მათ შორის ორს – ჯორჯ ვაშინგტონსა და თომას ჯეფერსონს მონები ჰყავდა. ამის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ სიტყვით გამოსვლისთვის ეს ადგილი შერჩეულიყო, აშშ-ში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)