|
2020-06-30 15:48:22, 4211 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს და ბრიტანეთის საელჩოებმა მოსკოვში ლგბტ დროშები გადმოკიდეს, რამაც რუსული ეკლესიის, კრემლის და მედიის განცვიფრება გამოიწვია
აშშ-ის საელჩომ რუსეთში, ლგბტქი დროშის დღის აღსანიშნავად წარმომადგენლობის შენობიდან ლგბტ დროშა გადმოკიდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა. რუსეთში, შენობაზე დაკიდებულ დროშებს პროვოკაცია და აგრესიული ლგბტ-პროპაგანდა უწოდეს და შესთავაზეს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამერიკელი და ბრიტანელი ელჩები დაეჯარიმებინათ. აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრემლიდან დროშა არ ჩანს და გასცა დაპირება, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო ინციდენტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. 25 ივნისის შემდეგ, 3 დღეში მოძრაობა „სოროკ-სოროკოვ“-ის აქტივისტებმა საელჩოების პიკეტირება მოახდინეს და გაანადგურს ლგბტ დროშა. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ პროტესტებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ოჯახის ფასეულებები ხელშეუხებელია. "ამერიკის საზოგადოებაში ხმამაღლა ისმის წუხილები იმის შესახებ რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის ეგიდით გამართული კამპანია გადაიზარდა ტრადიციული ოჯახების დისკრიმინაციაში. ამის შესახებ ბოლოს საზოგადოდ და ხმამაღლა ამერიკელმა გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ ამერიკელ დიპლომატს არ აწყენდა პროკურორი ბარის განცხადების მოსმენა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)