21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 14:24:05, 3030 ნახვა

მსოფლიო
"Twitter"-მა დონალდ ტრამპის მიერ ატვირთული ვიდეო დაბლოკა

"Twitter"-ზე ატვირთული ვიდეოს გამო, კომპანია, აშშ-ის პრეზიდენტს მედიის მანიპულირებაში დებს ბრალს. 
ვიდეოში ჩანს შავკანიანი ბავშვი, რომელიც თეთრკანიანი ბავშვისგან გარბის. ვიდეოს ტელეკომპანია "CNN"-ის  ყალბი ლოგო აქვს გამოსახული. ვიდეოს  სათაური, რომელიც "CNN"-ს ბრალს დებს "ფეიქ ნიუსის" გავრცელებაში ასეთია - "შეშინებული ბავშვი, რასისტი თეთრკანიანი ბავშვისგან გარბის". 
 "Twitter"-მა, პირველად, პრეზიდენტის ვიდეოს გამაფრთხილებელი ნიშანი დაადო. 
მაისში, "ტვიტერმა" ფაქტების გადამოწმების მოწოდებით, გამაფრხილებელი შეტყობინება პირველად გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს. 
მას შემდეგ, რაც აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მასშტაბურ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა და ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, "Twitter"-მა გადაწყვიტა მეტად გაეკონტროლებინა ანტი რასისტული ტვიტები. 
ატვირთული ვიდეოს კომენტარებში, ჩნდება "CNN"-ის მიერ გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეო, რომელიც 2019 წლის სექტემბერში დაიდო, სადაც ჩანს, როგორ მირბიან ერთმანეთისკენ შავკანიანი და თეთრკანიანი ბავშვები ჩასახუტებლად. 
"ამერიკა არ არის პრობლემა, პრობლემა "ფეიქ ნიუსია"", - წერს ტვიტერის მომხმარებელი. 
ამ დროისთვის, "Twitter"-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაუშლელად დატოვა, თუმცა როდესაც ვაწვებით ჩართვის ღილაკს საიტს გადავყავართ გვერდზე, სადაც ვკითულობთ, რომ "პრეზიდენტმა გააზიარა ვიდეოს ის ვერსია, რომელზეც ბევრმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის რედაქტირებულია და "CNN"-ის  ყალბი ლოგო ადევს. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics