08:49 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 16:13:43, 1991 ნახვა

მსოფლიო
ირანში ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსი 15 მილიონმა ადამიანმა უკვე გადაიტანა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, აზიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ირანის სახელმწიფო დაზარალდა. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვალში დააფიქსირეს. ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჯამში 15 მილიონი ირანელი დაინფიცრებულიყო, რომელთა აღრიცხვაც არ მომხდარა - ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. 
"დაახლოებით 15 მილიონი ირანელი შესაძლოა დაინფიცირებულიყო ვირუსით. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ვირუსი უკვე ნაკლებად ლეტალური იყოს ვიდრე ჩვენ ველოდით", - განაცხადა ეჰსან მუსტაფავიმ, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ჯგუფის წევრმა მედია სააგენტო "ISNA"-თან ინტერვიუში. 
კვლევის შედეგების და თეორიების დაშვება, მას შემდეგ მოხდა, რაც ისლამურმა სახელმწიფომ პირველმა გამოაცხადა, ირანში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ.
ტესტირების შედეგად, რომლის მიზანიც ირანის მოქალაქეებში ანტისხეულების გამოვლენას ისახავდა მიზნად, აჩვენა, რომ გამოკვლეული პაციენტების 18,75%-ს სისხლში, სწორედ ვირუსული ინფექციის ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობის ნაწილმა ინფექცია უსიმპტომოდ გადაიტანა და მიზანმიმართული  მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა. 
დღევანდელი მონაცემებით, ირანში ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული 185 000 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 147 000 აღრიცხული პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების 8 730 შემთხვევა გამოვლინდა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics