07:59 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 15:19:16, 1992 ნახვა

მსოფლიო
ბეიჯინგის 11 უბანში ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა

ჩინეთში, ბეიჯინგში 6 ახალი კორონავირუსის შემთხვევევის დაფიქსირების შემდეგ, ხელისუფლებამ 11 უბანში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. მოსახლეობას სახლის დატოვების უფლება არ აქვს - ამის შესახებ, "ევრონიუსი" იუწყება. 
ბეიჯინგში, ქალაქის უდიდესი კვების პროდუქტების ბაზარი მას შემდეგ დაიხურა, რაც კორონავირუსის 7 შემთხვევა ბაზარში მყოფთ დაუფიქსირდათ. 
ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ პარასკევს 6 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ხუთშაბათს ერთი შემთხვევა უკვე დადასტურებული იყო. ეს ჩინეთის, ინფიცირების პირველი ტალღის შემდეგ ეს პირველი შიდა გადაცემის შემთხვევა იყო, სწორედ ამიტომ ბეიჯინგის 11 უბანში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. 
ინფიცირებულებიდან  პირველი ორი ზემოთ აღნიშნულ ბაზარში, ხოლო მესამე ინფიცირებული ხორცის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელია - ამის შესახებ, ჩინეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას. 
ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსრდა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. 
ჯამში, ჩინეთში 83 075 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 4634-ს შეადგენს.  

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics