18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 17:50:55, 2732 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები COVID-19-გან გამოჯანმრთელდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები COVID-19-გან გამოჯანმრთელდნენ.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, მათ ახლახანს მიიღეს განმეორებითი ტესტის პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია.

„ახლახანს მივიღეთ განმეორებითი ტესტების პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. სამსახურს ვუბრუნდები“,- წერს ფაშინიანი.

ცნობისათვის, 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics