|
2020-06-04 18:40:49, 4113 ნახვა
მსოფლიო
ობამა აშშ-ში მიმდინარე აქციებზე - გახსოვდეთ, რომ ეს ქვეყანა პროტესტის ნიშნად შეიქმნა - მას ამერიკული რევოლუცია ეწოდება
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მომიტინგეებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, სიტყვით მიმართა. "გახსოვდეთ, რომ ეს ქვეყანა პროტესტის ნიშნად შეიქმნა - მას ამერიკული რევოლუცია ეწოდება", - განაცხადა ობამამ. "ამ ქვეყანაში წინსვლის ყველა ნაბიჯი, თავისუფლების გაფართოება, ჩვენი ღრმა იდეალების ყოველი გამოხატულება მიღწეული იქნა იმ ძალისხმევით, რომლებმაც სტატუს კვო არასასიამოვნო გახადეს”, - თქვა ობამამ. მანვე დაამატა, რომ "უნდა ვიყოთ მადლიერი იმ ხალხის გამო, ვისაც სურს მშვიდობიანი, მოწესრიგებული ქვეყანა". გარდა ამისა, ობამამ შეერთებულ შტატებში ყველა მერს მოუწოდა გადახედოს ძალის გამოყენების პოლიტიკას და აგრესიულად გაატაროს პოლიციასთან დაკავშირებული რეფორმები. ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს წინა ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია. აღნიშნულმა ფაქტმა აშშ-ს 30-ზე მეტ ქვეყანასა და ევროპის ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ აქციები გააქტიურა. აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)