|
2020-06-03 15:13:58, 4684 ნახვა
მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრი - დროა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სისტემა კანის ფერის გამო, კანადის მოქალაქეებსაც ებრძვის
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა აშშ-ში აქციის მონაწილეების წინაღმდეგ განხორციელებულ ქმედებას, დუმილით უპასუხა. 21 წამის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ დროა კანადის მოსახლეობამ აღიაროს, რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან. გამოწვევის, როდესაც კანადელი ფერადკანიანი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები ხორციელდება. მანვე დაამატა, რომ კანადის სისტემა კანის ფერის გამო, კანადის მოქალაქეებსაც ებრძვის. „ჩვენ ყველა შეძრწუნებულები ვუყურებთ იმას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება. დროა ხალხი ერთად დავდგეთ, მაგრამ ასევე დროა მოვისმინოთ. დროა ვისწავლოთ რა არის უსამართლობა, რომელიც პროგრესის მიუხედავად წლების, ათწლეულების განმავლობაში მაინც გრძელდება. მაგრამ, ასევე დროა კანადის მოქალაქეებმა აღიარონ, რომ ჩვენს გამოწვევების წინაშე ვართ. გამოწვევის, როცა კანადელი ფერადკანიანები დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. კანადაში არსებობს სისტემური დისკრიმინაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სისტემა კანის ფერის გამო ებრძვის კანადის მოქალაქეებს“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. შეგახსენებ, რომ აშშ-ს 30-ზე მეტ ქალაქში, ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ჯორჯ ფლოიდის, 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, აქციები მიმდინარეობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომიტინგეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდია გამოიყვანა. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი, ხოლო აქციების დაშლა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების საშუალებით მიმდინარეობს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)