|
2020-06-02 09:36:37, 4389 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩვენ ვამთავრებთ ამბოხს და უკანონობას, რომელიც მთელს ქვეყანაში გავრცელდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამერიკის მოსახლეობას თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან მიმართა. ამის შესახებ წერს „ამერიკის ხმა“. მან საკუთარ თავს „კანონისა და წესრიგის“ პრეზიდენტი უწოდა და ამერიკელებს დაპირდა, რომ ქვეყანაში წესრიგს „ახლავე“ აღადგენს. „პირველი, ჩვენ ვამთავრებთ ამბოხს და უკანონობას, რომელიც მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენ მას ახლავე დავამთავრებთ. დღეს, მე ყველა გუბერნატორს მტკიცედ მოვუწოდე ეროვნული გვარდიის სათანადო რაოდენობა გაგზავნოს ქუჩებში კონტროლის მოსაპოვებლად. მერებმა და გუბერნატორებმა უნდა წარმოადგინონ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით, ვიდრე ძალადობა არ ჩაცხრება. თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამერიკის 30-მდე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო აქციები მიმდინარებს. ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)