07:14 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 18:26:06, 4025 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას

თავიდან უნდა ავიცილოთ ქმედებები, რომლებიც ასუსტებს საერთაშორისო შედეგებს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას - ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური საფრთხის ფონზე გაძლიერებული თანამშრომლობის და საერთო გადაწყვეტილების დროა.

„ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მრავალმხრივი ძალისხმევა, გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა ერთადერთ ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი გზაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს პანდემიაზე საერთაშორისო რეაგირებას ხელმძღვანელობა ახლაც და მომავალშიც. ამის მისაღწევად კი, ყველას მონაწილეობა და მხარდაჭერაა საჭირო. ამ გლობალური საფრთხის ფონზე, ახლა გაძლიერებული თანამშრომლობისა და საერთო გადაწყვეტილებების დროა. თავიდან უნდა ავიცილოთ ქმედებები, რომლებიც ასუსტებს საერთაშორისო შედეგებს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics