05:24 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 09:43:25, 3014 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში გადაუდებელი სიტუაციის დროს, კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ში „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ გადაუდებელი სიტუაციის დროს, კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა დაუშვა.

ეს ქმნის წინაპირობას იმისას, რომ აშშ-ში მედიკამენტის ფართო გამოყენება დაიწყონ.

კომპანია „გილიადის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კოვიდ19-ის წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„გილეადის“ განცხადებით, პრეპარატი ხელს შეუწყობს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის შედეგების გაუმჯობესებას. აქვე აღნიშნავს, რომ პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როცა კორონავირუსით გამოწვეულ სუნთქვის უკმარისობასთან გვაქვს საქმე და პაციენტებს ჟანგბადის ხელოვნური მიწოდება ესაჭიროებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) ჩაატარა კვლევა და მონაცემებმა აჩვენა, რომ "რემდესივირი" ჰოსპიტალიზაციას 31%-ით ამცირებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics