|
2020-04-27 20:50:10, 2253 ნახვა
მსოფლიო
წლევანდელ ზაფხულის სეზონს ტურისტების გარეშე ვარაუდობენ
ვირუსთან საბრძოლველად შემოღებულმა კარანტინმა ყველაზე მეტად, ეკონომიკის დარგებიდან ტურიზმის სფერო დააზარალა. ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად, მინისტრებმა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს, რადგან კარანტინის გამო ვერ შეძლეს დუბროვიკში კონფერენციაზე გამგზავრება. „მოხარული ვიქნებოდი, ქალაქ დუბროვიკში შევხვედრილიყავით ტურიზმის მომავლის განსახილველად, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, ყველას უსიამოვნო სურპრიზი გველოდა“, - ვიდეო კონვერენციისას განაცხადა, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა გარი გარი კაპელლიმ. „არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტურისტული მიმოსვლა ქვეყნებში ახლო მომავალში განახლდება. ახალ სანაპიროები და რესტორნები დახურულია. დაფიქრდით იმაზე, რომ წელს შვებულების პერიოდი ისეთი არ იქნება, როგორსაც ჩვენ ვიყავით მიჩვეული, სავსე სანაპიროებით და ასე შემდეგ, ეს არ იქნება არცერთ ქვეყანაში, არც ევროპაში და მსოფლიოს არცერთ ნაწილში“, - ამის შესახებ, „ARD”-სთან ინტერვიუში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმაინ ხაიკომ განაცხადა. ტურისტული პროდუქტის მოთხოვნა ნულს უტოლდება, ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ეს პრობლემა ერთნაირად აზიანებს მცირე და საშალო ბიზნესებს. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იტალია და ესპანეთი, რომლებმაც ევროპის კონტინენტზე ყველაზე რთულად და დიდი დანაკარგით გადაიტანეს არსებული კრიზისი.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)