|
2020-04-11 14:32:43, 2312 ნახვა
მსოფლიო
დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით მილიონ 700 ათასამდე გაიზარდა
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონ 700 ათასი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. 9 აპრილისთვის ეტაპობრივი ზრდა 100 ათასს შეადგენდა. ამ დროისთვის ბოლოს ქვეყანა სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა იემენია. ინფიცირებულთა რაოდენობით, პირველ ადგილს 476 500 დადასტურებული შემთხვევით- აშშ იკავებს, რაც თითქმის სრული რაოდენობის ერთ მეოთხედს უდრის. ინფიცირების ძირითადი წყარო ნიუ-იორკია, სადაც საველე ჰოსპიტალი ცენტრალურ პარკშიც კი გახსნეს. მეცნიერების ინფორმაციით ნიუ-იორკში, ეპიდემიის აფეთქებაში, ძრითადი როლი ევროპიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ითამაშეს. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკანასკნელი შეფასებით, ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების პიკში იმყოფება. ამავე დროს, ევროპა დაავდებულთა რაოდენობით ამერიკას უსწრებს. ესპანეთში, ამ დროისათვის 157 ათასი დაავდებულია, იტალიაში 147 500 ხოლო გერმანიასა და საფრანგეთში 120 ათასამდე, დიდ ბრიტანეთში კი 65 ათასზე მეტი. ინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონიც. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და რეანიმაციის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვენეს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)