14:30 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 13:20:21, 2030 ნახვა

მსოფლიო
The Daily Signal - ისევე, როგორც წარსულში მომხდარი გამოწვევების შემთხვევაში, ამჟამინდელი პანდემიის პირობებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს

საქართველო დღეს აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება,- ,, The Daily Signal“ სტატიას სახელწოდებით ,, საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში“ აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, დღეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორს რიგ კრიტიკულ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა მდებარეობს იმ ძალისხმევის წინა ხაზზე, რომლის მიზანიცაა რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავება. საქართველომ ათასობით მებრძოლი გააგზავნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ძალისხმევის მხარდასაჭერად. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია საქართველოს დედაქალაქის,  თბილისის გარეუბანში, რომლის მიზანიცაა „რეგიონში დაავადებათა გავრცელების შეკავება და საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომის პროგრამიდან შემორჩენილ მომაკვდინებელ პათოგენებთან ბრძოლა.

2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში. აქ 24  საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება“. რეგიონში უნიკალური უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, ლუგარის ლაბორატორიამ დაიწყო წვლილის შეტანა კორონავირუსის ქცევის კვლევაში უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზზეც. ჯანდაცვის სფეროში ამ თანამშრომლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი უღარიბესია ევროპაში“,- ნათქვამია სტატიაში. 

,,The Daily Signal“  იხსენებს აშშ-ის ელჩის  კელი დეგნანის სიტყვებს, რომლის თანახმად კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიული ნაბიჯები „COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ.

,, ჯანდაცვის სფეროში ამ თანამშრომლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი უღარიბესია ევროპაში. როგორც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 2019 წელს აღნიშნა, მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ახლახან აღნიშნა, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიული ნაბიჯები „COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ“,- აღნიშნულია ,,The Daily Signal“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics