03:44 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 18:29:18, 2379 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის დიდ ქალაქებში შაბათ-კვირას ხალხმრავლობა შეინიშნებოდა

ჩინეთის დიდ ქალაქებში, მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, შაბათ-კვირას ხალხმრავლობა შეინიშნებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN  ავრცელებს.

4 აპრილს ანჰუის პროვინცია ჰუანგშანის პარკში შეკრებილი იყო ათასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ბევრ მათგანს ეკეთა პირბადეც.

ამავდროულად, შანხაიში კვირის განმავლობაში ასევე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. ქალაქის მრავალი რესტორანი, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაკეტილი იყო, ფუნქციონირებას აგრძელებდნენ.

მსგავსი სიტუაცია იყო პეკინშიც, სადაც ადგილობრივები ქალაქის პარკებსა და ღია ადგილებში უკვე აქტიურად სეირნობდნენ.

ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემიას ებრძოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ მთავრობა ნელ-ნელა ამცირებს შეზღუდვებს, ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა მოუწოდეს საზოგადოებას გააგრძელონ რეკომენდაციების დაცვა.

ზენგ გუანმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ხუთშაბათს Health Times- ის განუცხადა, რომ „ჩინეთს ჯერ ეპიდემიის დასასრული არ უნახავს“.

 

ფოტო: CNN / Shawn Deng





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics