|
2020-04-02 18:54:55, 2393 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობა სამედიცინოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს კორონავირუსთან საბრძოლველ პროგრამაში ჩართვას თხოვს
„როიტერი“ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, სადაც ბრიტანეთის მთავრობა 65 000 ექიმსა და ექთანს, ასევე მეოთხე კურსზე მყოფ სამედიცინოს სტუდენტებს თხოვს ჩაებან კორონავირუსით გამოწვეულ ჯანდაცვის კრიზისთან ბრძოლაში. იმის ფონზე, რომ კორონავირუსის ეპიდემია მთელს მსოფლიოს მოედო, მთავრობა, კომპანიები და ინვესტორები ცდილობენ გაუმკლავდნენ უდიდეს საზოგადო ჯანმრთელობის კრიზისს, 1918 წლის “Influenza”- ის (გრიპის) ეპიდემიას შემდეგ, პანიკაში მყოფ მოსახლეობას და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ფინანსურ ინსტიტუტებს. დამამთავრებელ კურსზე მყოფ სამედიცინოს სტუდენტებს და სტუდენტ მედდებს მუდმივ პოზიციას სთავაზობენ “NHS” - ის პროგრამაში ჩართვის სანაცვლოდ, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის პროგრამაა. „ჩვენ არ შეგვიძლია მარტო გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას, ამიტომ მოვუწოდებთ მოქმედ მედდებს დაგვახმარონ თავიანთი გამოცდილება ამ პანდემიის დროს , რადგანაც მე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ უამრავი ადამიანი“, - განაცხადა რუთ მეიმ, ინგლისის მთავარმა მედდა ოფიცერმა. მედდების საბჭო, ბოლო 3 წლის განმავლობაში რეგისტრაცია გაუქმებულ მედდებს, ოფიციალურ წერილს უგზავნის. ასევე გენერალური სამედიცონო საბჭო მიწერს 15,500 ექიმს, ვინც 2017 წლის შემდეგ გააუქმა რეგისტრაცია. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცავის სფერო გაათავისუფლებს 30 000 იმ ოპერაციების გადადებით, რომლებიც არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე მოიძებნა 10 000-მდე ადგილი დამოუკიდებელ და საზოგადოებრივ ჰოსპიტალებში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)