|
2020-03-30 09:56:07, 2996 ნახვა
მსოფლიო
COVID-19-ით ინფიცირებული პლასიდო დომინგო საავადმყოფოში გადაიყვანეს
ცნობილი ესპანელი ტენორი, პლასიდო დომინგო COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო, თვითიზოლაციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პლასიდო დომინგო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს კლინიკაშია გადაყვანილი. ის მკურნალობას ექვემდებარება და თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, რომ 79 წლის ოპერის მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა, რის შესახებაც ესპანელმა ტენორმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. დომინგოს ინფორმაციით, მან მაღალი ტემპერატურის და ხველების გამო ტესტირებისთვის ექიმს მიმართა, კვლევამ კი დადებითი შედეგი აჩვენა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფება. ოპერის მომღერალმა ყველას მოუწოდა, დაიცვან დისტანცირების წესები და პირადი ჰიგიენის ნორმები, რადგან პანდემიის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)