05:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: ბაგრატს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსის  მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და მას ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

 

მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარუდგინა.

 

დონდუა აფხაზეთში ე.წ. დროებითი დოკუმენტის დარიგებაზე: ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან

„გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის ე.წ. დროებითი დოკუმენტების დარიგებას იწყებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს

„ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს.

 

სააკაშვილი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე: ეს იქნება კორუფციის დამატებითი წყარო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ კონსტიტუციაში მიწის გასხვისების ჩანაწერის გაკეთებას ეხმაურება და მთავრობას გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

 

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს წინააღმდეგ მცოცავი ოკუპაცია დაუშვებელია

ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ რეგიონის როლი, პრობლემები, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. მთავარი თემები რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა იყო.

მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივით ავსტრიაში, ქალაქ მაუერბახში გაიმართა.

ადვოკატი: ჩვენებებით დასტურდება, რომ შორენა თეთრუაშვილი გასცემს დავალებებს, რომლებიც მის ფუნქციებში არ შედის

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს დაკითხულმა საპატრიარქოს ერთ-ერთმა იურისტმა განაცხადა, რომ მას შორენა თეთრუაშვილისგან ქონებრივ საკითხებზე არაერთი დავალება მიუღია.

მიშველაძე: კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა, არსებული პროექტის შეჩერებაა

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერებაა“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რამიშვილის განცხადებით, შპს-ს მესაკუთრე დეკანოზს თანხას ყოველთვიურად, ქველმოქმედების სახით ურიცხავდა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი პირადი სულიერი მამა იყო და დეკანოზს კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობები ჰქონდა როგორც სულიერ მოძღვარს.

ვიქტორ დოლიძე: ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ

„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ და თანმიმდევრულ გზას ვადგავართ“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო  უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც ამიერკავკასიაში არასტაბილურობის პროვოცირება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით  ხდება.

იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევრო გაერთიანება ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან დაბრუნება გამორიცხულია. 

კობახიძე: აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა.

ირაკლი კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics