|
2017-07-18 11:33:20, 2655 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე გაურკვევლობას ქმნიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ პოლიტიკურ კონსოლიდაციას პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით ეყრება საფუძველი. „მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ პოლიტიკური ტურბულენტობის, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობასა და დაპირისპირების შედეგი იყო. დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე ქმნიდა გაურკვევლობას, შიდა წინააღმდეგობას და დამატებით უქმნიდა დაბრკოლებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, დემოკრატიულ მოკავშირეებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას. „ამ რეფორმის შედეგად, ქვეყანა მიიღებს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ ძირითად კანონს. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ისტორიულ ეპოქაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)