|
2017-07-19 12:35:49, 2732 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: უკრაინულ მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის მისაღებია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ მიმართა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ქართული მხარე სააკაშვილის გადმოცემას დასაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვდა. „ჩვენ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული იყო, მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები. თუმცა, რა თქმა უნდა პროკურორები გააგრძელებენ თანამშრომლობას და როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქართლ მხარეს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, საკითხი არ განხილულა. მანვე, მოგვიანებით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განმარტა: „გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)