სირიაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ავიაიერიშის შედეგად , "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ბუბაკერ ალ-ჰაკიმი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
ბულგარეთში, სატვირთო მატარებლის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს, - ამის შესახებ France24 იუწყება.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს პაკ ჯენ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთის ბიუჯეტის ყოფილი მინისტრი ჟერომ კაიუზაკი გადასახადებისათვის თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 3 წლით პატიმრობა შეუფარდეს, - ამის შესახებ France24 იუწყება.
თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ბრიტანული გამოცემა Independent-ი ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
გამოცემა Time-მა ამერიკის შეერტებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად" დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მალტა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც “ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” აიკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More