სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ქალაქ ალეპოში რუსი პოლკოვნიკი, რუსლან გალიცკი დაიღუპა - ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
რიო-დე-ჟანეიროში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Delfi სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაილანდის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 3 კი უგზოუკვლოდ დაკარგული ითვლება, - ამის შესახებ BBC იუწყება.
სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად რუსი ექთანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ AP რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება.
ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა სამხედრო დაზვერვის 35 ყოფილი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ AP იუწყება.
კალიფორნიის შტატში, ოკლენდში მდებარე საწყობში ხანძრის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
პაკისტანში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More