11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:37:28, 2299 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ბიუჯეტის ყოფილ მინისტრს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთის ბიუჯეტის ყოფილი მინისტრი ჟერომ კაიუზაკი გადასახადებისათვის თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 3 წლით პატიმრობა შეუფარდეს, - ამის შესახებ  France24 იუწყება. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად კაიუზაკის მეუღლეც დააკავეს. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  

France24-ის ინფორმაციით, ჟერომ კაიუზაკი ბიუჯეტის მინისტრის თანამდებობას 2012-2013 წლებში იკავებდა.

ამავე საქმის ფარგლებში დააჯარიმეს ის შვეიცარიული ბანკიც, სადაც ყოფილი მინისტრი და მისი მეუღლე უკანონოდ მიღებულ თანხებს ინახავდნენ. ბანკ Reyl-ს საფრანგეთში საქმიანობა აუკრძალეს და 900 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს.

ბიუჯეტის მინისტრის ფინანსური მაქინაციების შესახებ პირველად ინეტერნეტ-გამოცემა "მედიაპარტმა" ოთხი წლის წინ დაწერა. ჟურნალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყო, რის გამოც კაიუზაკი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

მოგვიანებით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძებამ დაადასტურა. ყოფილ მინისტრს უკანონოდ გახსნილი ანგარიშები  შვეიციარიისა და სინგაპურის ბანკებში აღმოუჩინეს. ასევე დადგინდა, რომ ის სოლიდურ თანხებს ურიცხავდა დედას.

ცნობისთვის, მოსამართლემ ჟერომ კაიუზაკს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთასათან ერთად, ხუთი წლის განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

მედიის ინფორმაციით, ბიუჯეტის მინისტრის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics