21:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეცდომები იყო დაშვებული, რამაც ფართო კონსესუსის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის კმაყოფილი კონსესუსის იმ ხარისხით, რომელიც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრშია  ჩამოყალიბებული. 

კობახიძე: მოქმედ პრეზიდენტს უნდა დარჩეს თეორიული შანსი მაინც, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი და ხვალინდელი საპარლამენტო  სისტემისთვის უმჯობესია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, თუმცა  პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, პირველად საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით 2023 წელს ჩატარდება.

კობახიძე: თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების კუთხით, უშიშროების საბჭოს როლი ნულოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო  ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და მისი გაუქმება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე შესაბამისად  ნულოვან დონეზე აისახება.

კობახიძე: არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში და ამით ჩვენ ვამაყობთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ის ამით მხოლოდ ამაყობს.

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, რომელიც ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს კონსტიტუციის პროექტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია საქართველოს გრძელვადიან განვითარებას  ხელს შეუწყობს.

ვოლსკი: ვხედავ, რომ 2020 წელს კოალიციური მთავრობის შექმნა არც ერთ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი

„მე, რეალურად ვხედავ, რომ  არც ერთ შემთხვევაში 2020 წელს  კოალიციური მთავრობის შექმნა არ არის შესაძლებელი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი პრემიერ-მინისტრის დირექტივით მიმდინარეობდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა კონსტიტუციაში შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება და საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა.

 

თორნიკე მამალაძე: მამა დავით ჯინჭარაული ცდილობდა „ჩაეკვეხებინა“ კითხვები და ჩემი საუბარი პატრიარქთან გაეწყვიტა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, მათი საუბარი პატრიარქთან შეეწყვიტა.

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.

 

წულუკიანი: ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიაჩნევს, რომ ბარიერის დაწევა პარლამენტში "პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, თუმცა ასეთია დემოკრატიული პროცესი".  

თალაკვაძე: მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში

„მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

თალაკვაძე: მიღწეულია შიდა შეთანხმება, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს.

ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების კანონში არსებულ არაკონსტიტუციურ მუხლებს გააუქმებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრისა და მოსარჩელის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის ამ ეტაპზე არ გაუქმებაზე შეთანხმება ორმხრივი კომპრომისის წყალობით მოხდა

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2024 წლამდე მაჟორიტარული სისტემის არ გაუქმების გადაწყვეტილება ორმხრივი კომპრომისის  საფუძველზე მიიღეს და თავად კმაყოფილია.

 

მარგველაშვილი: ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით მივიღეთ

„ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით, რის თაობაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

სააკაშვილი: პუტინმა თქვა, რომ მე გიჟი ვარ - ეს ძველი მეთოდია, როდესაც ოპონენტებს გიჟებად აცხადებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინელი ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნს მისცა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics