21:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: შეთავაზებაზე უარი ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის პოზიციები სუსტია, ჩვენი კი მყარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ღია ეთერში კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობას არ დათანხმდა.

 

კობახიძე მზად არის, სატელევიზიო მსჯელობაში მონაწილეობის თაობაზე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართოს

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე მზად არის, კიდევ ერთხელ მიმართოს პრეზიდენტს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სატელევიზიო მსჯელობაში მიიღოს მონაწილეობა.

 

პრემიერი: იმერეთი განსაკუთრებული შესაძლებლობების რეგიონია და ჩვენი მოვალეობაა, ისინი სათანადოდ ავითვისოთ

იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მაჭავარიანი გოცირიძეს: ისე არ ეყოფოდათ ვითომ „ნაციონალებს“ თავისი უმსგავსობა, თქვენ რომ არ დამატებოდით ჯოჯოხეთის მუგუზალივით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც „ჯიდიესიდან“ თანამშრომლების გადაყვანასა და მაუწყებლის ერთპარტიულ ტელევიზიად ქცევას ეხებოდა.

 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი: საქართველო ძალიან კარგ კონსტიტუციას უახლოვდება

„საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან“, -ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდე განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მომზადებულ ვენეციის კომისიის დასკვნაზე იმსჯელეს.

 

პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს: უნდა გაიყვანო ესენი და ლეიბებს რომ ბერტყავენ, იმ საბერტყით ურახუნო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი და ყოფილი წევრები პარლამენტის პლენარულ სესიაზე მწვავედ გააკრიტიკა.

 

გრიგოლ გოგელია: ჩვენთან სხვადასხვა მედიასაშუალებიდან გადმოდიან თანამშრომლები და „ჯიდიესში“ რომ მუშაობდა ეს დამღაა?

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გრიგოლ გოგელიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ, მაუწყებელში „ჯიდიესიდან“ გადასულ თანამშრომლებთან დაკავშირებით  ისაუბრა.

 

ანა დოლიძე: ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

 

თალაკვაძე: მივესალმებით ბონუსის სისტემის იმ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა და მისი შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

გია ხუხაშვილი: უფრო დავით უსუფაშვილი შეუერთდა „ეროვნულ ფორუმს“, ვიდრე პირიქით

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მისთვის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივები ბუნდოვანია.

 

უსუფაშვილი: სწორი იქნებოდა, „ოცნებას“ მიეღო პროპორციული სისტემა, ბონუსების და სხვა ექსკლუზიური დანამატების გარეშე

„ყველაზე მეტად მაღელვებს ის, რომ ამ პროცესების შედეგად ყველაზე უფრო დაზარალებული აღმოჩნდება თავად კონსტიტუცია“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თაობაზე მიმდინარე მოვლენებს.

 

დავით უსუფაშვილი: ანა დოლიძესთან არანაირი შეთავაზება არ მქონია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება მისი პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი. 

 

გოცირიძე: ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები გამარჯვებულ პარტიას დაუმსახურებელ პრივილეგიას აძლევს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები თავდაპირველ ვარიანტს სჯობს, ნორმა მაინც უსამართლოა.

იან კელი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება.

სესიაშვილი: მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა ის თქვა, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ამბობენ.

სოზარ სუბარი: ფადი ასლის ყველა განცხადება პოლიტიკურია

„ფადი ასლის  ყველა განცხადება პოლიტიკურია. არვიცი, ეს დაკავშირებულია მის პირად ინტერესებთან, თუ პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ მისგან  რაიმე კონკრეტულ ფაქტზე დაფუძნებული კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არ მომისმენია“,-ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის  ფადი ასლის განცხადებას,  სადაც ის საქართველოში შემაშფოთებლად გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე საუბრობს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics