|
2017-06-20 22:30:27, 2140 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი ხალხს ატყუებს, რადგან შერეულ საარჩევნო სისტემას ტოვებს ძალაში. „საჯარო განხილვების პროცესში ჩვენ ყველა ქალაქში, სადაც ჩავდიოდით ვსაუბრობდით პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებოდით იმაზე, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და ამ სისტემას ვაანალიზებდით საჯარო შეხვედრებისას. მე რამდენიმე შეხვედრით ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ უმრავლესობა შემოაგდებდა ბოლო ეტაპზე შერეული სისტემის დატოვების და ეს პროგნოზი გამართლდა. როდესაც პრაქტიკულად მთელი პროცესი დასრულდა, უმრავლესობამ ისე, რომ არავითარი შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან, იმის მიუხედავად, რომ წინა ბიუროს სხდომაზეც დავაყენე მე ეს საკითხი, გამოიტანა როგორც გადაწყვეტილება შერეული სისტემის დატოვების შესახებ ინიციატივა. მე ვფიქრობ, რომ არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ჩვენ ვხვდებოდით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ვუხსნიდით რა უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას. ამ ყველაფერს თან ერთვის ცვლილებების საარჩევნო კოდექსში, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი რამ არ უკადრებია არც შევარდნაძის მმართველობას და არც სააკაშვილის რეჟიმს. პირდაპირ გვეუბნებით წარმოდგენილი ცვლილებებით, რომ ცესკოშიც უნდა იყოთ უმრავლესობა ერთი პარტია, რომ გამგებელს უფლება აქვს გამოითხოვოს უბნიდან სიები. თქვენ ამბობთ რომ გამგებელს ექნება ხელში სია და ამომრჩევლის დატერორების საშუალება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ამ ქვეყანაში საპროტესტო ტალღის გამოწვევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართველ საზოგადოებას, რომელსაც ხვდებოდით, თქვენ მოატყუეთ ისინი, ამ ტყუილში და ფარსში უკვე რიგგარეშე სხდომების პროცესში ჩვენი ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ვუცხადებთ ბოიკოტს მთელ ამ ტყუილს და ფარსს, მთელ ამ პროცესს რიგგარეშე სხდომების“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)