23:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 14:22:54, 2359 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
თორნიკე მამალაძე: მამა დავით ჯინჭარაული ცდილობდა „ჩაეკვეხებინა“ კითხვები და ჩემი საუბარი პატრიარქთან გაეწყვიტა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, მათი საუბარი პატრიარქთან შეეწყვიტა.

როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, საუბარი უწმინდესთან იწერებოდა.

„მე კატეგორიულად ვეუბნებოდი რომ გაჩერებულიყო. მამა დავით ჭინჭარაული ხელსაც მადებდა და მეუბნებოდა, კარგად იქნებაო. საუბარი იწერებოდა“, - აღნიშნა მამალაძემ.

დეკანოზის ძმის ინფორმაციით, რამდენიმე სასულიერო პირი ცდილობდა, საუბარი პატრიარქისთვისაც შეეწყვეტინებინათ, თუმცა მამალაძის თქმით, პატრიარქმა ყველაფერი მოისმინა.

„უწმინდესმა ბოლომდე მოგვისმინა, მიუხედავად იმისა, რომ მამა დავით ჯინჭარაული ცდილობდა „ჩაეკვეხებინა“ კითხვები და გაეწყვიტა ჩემი საუბარი პატრიარქთან. ჩვენი საუბარი უწმინდესთან იწერებოდა. მათი თქმით, ეს იმისთვის ხდებოდა, რომ ტყუილი არ გვეთქვა. ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა იგევე პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არაფერი მსმენიაო. მე იგივე პოზიცია მაქვს , რაც მანამდე - პატრიარქს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. საუბარში მიშლიდნენ - მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერ გოგოტიშვილი“, - აღნიშნა მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის თქმით, პატრიარქმა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეზე ცუდი არაფერი გაუგია, მას ენდობა და მომხდარი საქართველოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

"მოვითხოვეთ მამა გიორგის ზიარება. პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა და ჭინჭარაულმა გააწყვეტინა. უწმინდესი ჩუმად იყო რომ გაიგო, რომ მამაო 4 თვე ითხოვდა ზიარებას. ცდილობდა მამა დავით ჭინჭარაული, რომ ეთქვა ამაზე - ხვალ, ზეგ ვაზიარებთო. პატრიარქმა ზუსტად თქვა - ეს ყველაფერი საქართველოს დისკრედიტაციაა, მამა გიორგის ვენდობი“, - აღნიშნა მამალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics