კვირიკაშვილი: საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირებაა.