12:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 17:37:04, 2121 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: დეკლარაციაში პირდაპირაა მინიშნებული, რომ ნატო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით აღფრთოვანებულია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და  ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციაზე ისაუბრა, რომელიც უკვე მომზადებულია. სესიაშვილის თქმით, დოკუმენტში საქართველოს პროგრესზეა საუბარი, ასევე დაგმობილია რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, აღნიშნულია  ნატოს- მხრიდან მოწოდება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხარი დაუჭირონ წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა და ხელმძღვანელებმა, რათა გაძლიერდეს საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ და მიენიჭოს მას წევრობის სამოქმედო გეგმა- MAP-ი.

„დეკლარაციის პროექტი უკვე მომზადებულია. აქაც გვესმის აღიარება საქართველოს პროგრესის. პირდაპირაა მინიშნებული, რომ ნატო აღფრთხოვანებულია იმ პროგრესით, რასაც ქვეყანამ მიაღწია.ასევე მინიშნებულია, რომ რეგიონში ესაა გამორჩეული მაგალითი,საუბარია რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკის დაგმობაზე,საუბარია ნატოს- მხრიდან მოწოდებაზე, მათ შორის, რომ საქართველოს მხარი დაუჭირონ წევრი სახელმწიფობის მთავრობებმა და ხელმძღვანელებმა, რათა გაძლიერდეს საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ, მათ შორის მიენიჭოს მას MAP-ი“,-აღნიშნა სესიაშვილმა.

დეკლარაციას, ხვალ, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics