12:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 09:55:03, 2028 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოკავშირეების გადასაწყვეტია და მასზე გავლენის მოხდენა მესამე ქვეყანას არ შეუძლია“

თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. სამუშაო დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია.

 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა  ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას ყველა იმ ევროპული დემოკრატიის მიმართ, რომელიც იზიარებს ალიანსის ფასეულობებს და სურვილი და უნარი აქვს, იკისროს წევრობის ვალდებულება. როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციის პროექტშია ნათქვამი, ასამბლეა  ხაზს უსვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა მესამე ქვეყანას არ შეუძლია.

ასამბლეა  აფასებს საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას.

ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.  აღფრთოვანებულია  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით. 

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს  მიიღებენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics