12:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 10:03:24, 1954 ნახვა

პოლიტიკა
ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს მთავრობებს, უზრუნველყონ ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა

თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. სამუშაო დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია.

ასამბლეა  აღიარებს  არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მირწეულ შთამბეჭდავ პროგრესს; ამასთან, ასამბლეა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს.

ასევე, მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს: უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა. კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად; სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში და განიხილონ დამატებითი პრაქტიკული გზები საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევის გააქტიურებაზე; დაეხმარონ საქართველოს, გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოდ, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩათვლით; კიდევ უფრო განავითარონ საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან, შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა. 

გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს: ნატო-ში ინტეგრაციის  პროცესის წინსვლის მიზნით, სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში მისი მონაწილეობა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი იძლევა; გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics