13:40 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 00:23:34, 4579 ნახვა

მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა ძალებმა ჩამოაგდეს

კანადის დაზვერვსი სამსახურის მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა ძალებმა ჩამოაგდეს.  - ამის შესახებ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მისივე თქმით, დაზვერვის ძალების და პარტიორი სახელმწიფოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ირანის ისლამურმა რეჟმმა შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის ავიალაინერი BOEING 737-800 რომლისთვისაც გამოყენებული იქნა, ანტისაჰაერო რაკეტა. - ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემა Newsweek ცნობით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგი" რუსეთში წარმოებული, TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. გამოცემამ ეს ინფორმაცია პენტაგონიდან მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics