14:04 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-25 13:04:13, 302 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ მამაკაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.

მოგვიანებით ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, რომ თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს." | აცხადებს შსს.

 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics