14:30 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 11:52:23, 4899 ნახვა

მსოფლიო
ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ანტისამთავრობო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებს შორის 2 სამართალდამცველია. 

მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყალი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

Reuters-ი იტყობინება, რომ 2 კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაზე 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 ათასზე მეტი დაშავდა. მოსახლეობა ერაყში ბოლო პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად ანტისამთავრობო აქციებს მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსაფრთხოებას, წყალს, სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics