|
2019-10-15 10:55:49, 2887 ნახვა
მსოფლიო
სტიქია იაპონიაში - დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
იაპონიაში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ nhk იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს 212 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო 15 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, 133 ათასი სახლი წყლის, ხოლო 34 000 ელექტოენერგიის გარეშე რჩება. გარდა ამისა, უწყვეტმა წვიმამ ათობით მდინარის ადიდება და მეწყერების ჩამოწოლო გამოიწვია. სტიქიის გამო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლები შეჩერებულია. მანამდე, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. BBC-ი იტყობინება, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)